პოლიტიკა
როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში შეიძლება „პრობლემები“ შექმნას?! – ანგელა მერკელი
როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში შეიძლება „პრობლემები“ შექმნას?! - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე ძალები ცდილობენ საქართველოს, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების ისე წარმოჩენას, თითქოს ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისას პრობლემებს შექმნიან.
თსუ-ს სტუდენტმა მერკელს კითხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე დაუსვა და ჰკითხა, რამდენად შეუქმნის ამ პარტიების სკეპტიციზმი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას პრობლემას?
„პრინციპში, გლობალიზაცია და დინამიური ეკონომიკური დაქსელვა მთელ მსოფლიოში განაპირობებს ახალი აქტივობების შემოსვლას. ჩინეთი, სხვა აზიური ქვეყნები შეწუხებულნი არიან და სვამენ მარტივ კითხვას, ჩვენი კეთილდღეობა როგორ უზრუნველვყოთ, როგორ შევიმუშავოთ? - დიგიტალიზაციის გზით.
ბევრი ადამიანია, რომელმაც არ იცის მათი სამუშაო სფერო, სამუშაო ადგილი თუ იქნება უზრუნველყოფილი.
დიგიტალიზაცია და გლობალიზაცია არის მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა ადამიანებმა აფრიკის ქვეყნებში იციან როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში, ამიტომ იბადება კითხვა - ჩვენი საკუთარი ინტერესები როგორც წარმოვადგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მშვიდობა და კეთილდღეობა?! პირველი პასუხია პროევროპული - ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცალკე აღებული, მათ შორის 80 მილიონიანი გერმანიაც მარტოდმარტოა დარჩენილი თავისი ფასეულობების ანაბარა, თუ ის ინდივიდუალურად იმოქმედებს.
ადამიანის პატივი, ღირსება, ყველაფერი ერთობლივად უნდა იქნას დაცული სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა სამართლიანად მივიღოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები მრავალმხრივად“, - განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანას უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.
„ჩვენ, ისევე, როგორც თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო პროევროპული იდეისათვის, მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრებით, მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, არა დარვინიზმის მხარდაჭერით, არა იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.
კი ბატონო, რად გვინდა კიდევ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და საქართველო თავისი პრობლემებით? - ასეთი არგუმენტები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ ევროპის კონტინენტზე. როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა, რა „პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში? ეს არის ადამიანური ემოციები, ამიტომ ძალიან ადვილად მანიპულირებადია ეს და დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით საჭირო. ეს აბსოლუტური სიმართლეა“, - განაცხადა მერკელმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


