უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2025 10:50
font-size

„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის” პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას საქართველოს ბანკის Digital Product Owner, ნინო ნოზაძე გაუძღვება.

ვორკშოპი ონლაინ ფორმატში, Zoom-ში გაიმართება, რომლის დროსაც მონაწილეები გაიგებენ, როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის ზრდისთვის Ads მენეჯერის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალები და შეთავაზებების შექმნის პროცესი. რაც მთავარია, მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ Ads მენეჯერის პლატფორმით შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს წარუდგნინონ შავი პარასკევის შეთავაზებები.

აღსანიშნავია, რომ შავი პარასკევისთვის, 23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად საქართველოს ბანკისგან დაფინანსდება.

შეხვედრაზე დასასწრებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია ხმა მიაწვდინოს 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს ბანკის არხებში - SMS-ით, სოციალური მედიით, მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამასთანავე, გააანალიზოს ბიზნესის ანალიტიკა და შექმნას Cashback-ის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი