უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 იანვარი, 2021 17:25
font-size

როგორ დავაზღვიოთ მხოლოდ ის, რაც გვჭირდება

ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც თქვენ ავტომობილს ერთდროულად რამდენიმე რისკისგან აზღვევს.

ალბათ ერთხელ მაინც გისურვიათ თავად შეგერჩიათ სასურველი რისკები და ავტომობილი დაგეზღვიათ იმ პირობებით, რომელიც თქვენს საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული.

სადაზღვეო ნაკრების ინდივიდუალურად შედგენა უკვე შესაძლებელია. ნაკრები ავტომინი საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ და ამ გზით თავად განსაზღვროთ სადაზღვევო ბიუჯეტი. ამის გარდა, ავტომინის სხვა უპირატესობებიც აქვს, რომელიც ავტომფლობელების ყველა სურვილს ერთ ნაკრებში აერთიანებს.

რა რისკებს აზღვევს ავტომინი

ავტომინის ნაკრების ღირებულება 10 ლარიდან იწყება და ყველაზე მარტივი და მოქნილი პირობებით გამოირჩევა. თუ თქვენ უკვე გამოცდილი და ფრთხილი მძღოლი ხართ, ამის გამო კი ფიქრობთ, რომ თქვენი მიზეზით ავარია არ მოგიხდებათ, მაშინ თიბისი დაზღვევა ავტომინის ნაკრებით სხვისი მიზეზით გამოწვეული შემთხვევების დაზღვევას გთავაზობთ.

აქ ნაკრებს თავად ადგენთ თუმცა ერთი მთავარი რისკი - სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოავარია ძირითადი დაფარვაა. თუ თქვენი ბრალი არაფერია, მაშინ სანერვიულოც არ გაქვთ. სხვისი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ ხარჯებს ავტომინი აგინაზღაურებთ.

ძირითადი დაფარვის არჩევის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ააწყოთ სასურველი ნაკრები; საბაზისო პირობას დაამატოთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დასაფარი რისკი ან არ დაამატოთ სხვა არც ერთი რისკი და დააზღვიოთ მხოლოდ ავარია, რომელიც თქვენი ბრალი არ არის. აირჩიეთ - რა არის უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის?

-შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმის და ქურდობისგან დაზღვევა;

-თუ გსურთ დაზღვეული გქონდეთ თქვენი ავტომობილის საქარე მინა, მაშინ შეგიძლიათ ნაკრებს ეს დაფარვა დაუმატოთ;

-ნაკრების განვრცობა შეგიძლიათ სტიქიური მოვლენების, მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრის დროს გამოწვეული დაზიანებების დაზღვევით;

-გარდა ამისა, ნაკრებში შეგიძლიათ დაამატოთ მესამე პირთა მიმართ თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევაც და ამით მთლიანად დააზღვიოთ ნებისმიერი სახის ავტოსაგზაო შემთხვევა, ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ის.

ავტომინი საშუალებას გაძლევთ თავად შექმნათ სასურველი კომბინაცია და თანაც მინიმალურ ფასად გაზრდილ ლიმიტებს გთავაზობთ. ანაზღაურების ლიმიტი დამოკიდებულია თქვენი ავტომობილის ძარის ტიპსა და გამოშვების წელზე. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ლიმიტი შესაძლოა იყოს 5 000₾, 10 000₾ ან 20 000₾. აქვე არ დაივიწყოთ მთავარი უპირატესობა - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ეს კი ნიშნავს, რომ ზიანის შემთხვევაში, ყველაფერი ანაზღაურდება ლიმიტის ფარგლებში, თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე.

სად და როგორ შევიძინოთ ავტომინი

ავტომინის ნაკრების შესაძენად რამდენიმე მარტივ პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ნაკრებით, თუ:

-ხართ 21-დან 65 წლამდე ასაკის და გაქვთ მართვის მოწმობა;

-ფლობთ ავტომობილს, რომელსაც გამოიყენებთ მხოლოდ პირადი დანიშნულებით;

-თქვენი ავტომობილი გამოშვებულია 2000 წლის ზემოთ და მისი ძარის ტიპი არის სედანი ან ჯიპი.

ავტომინის შეძენა შეძენა მარტივია - ამას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე განთავსებულ ფორმულარში შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის მონაცემები, აირჩიეთ სასურველი დაფარვები, შეადგინეთ თქვენზე მორგებული კომბინაცია და დააზღვიეთ ავტომობილი მხოლოდ იმ რისკებისგან, რაც რეალურად გჭირდებათ.

პოლისის საბოლოოდ გასააქტიურებლად, აუცილებელია ავტომობილის ფოტოსურათების წარდგენა, თუმცა ამისათვის კომპანიაში ფიზიკურად გამოცხადება საჭირო არ არის. თქვენ შეგიძლიათ ამისთვის პირველი სადაზღვევო ჩატ ბოტი - ბი ბოტი დაიხმაროთ და სურათები ფეისბუქ-მესენჯერში გაუგზავნოთ.

თუ ავტოდაზღვევას ეძებთ, ავტომინი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - თავად ადგენთ ნაკრებს, ითვალისწინებს თქვენს ბიუჯეტს და აზღვევთ მხოლოდ მნიშვნელოვანს.

NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი