სამართალი
როგორ დატოვა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო? -პასუხი ჯერჯერობით არცერთ უწყებას არ აქვს
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ქვეყნის დატოვების ნებართვა ბაჩიაშვილს მათი უწყებისთვის არც უთხოვია და არც გაუციათ.
მეტიც, პროკურორი, მიხეილ სადრაძე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აანონსებს, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთაზე.
„გიორგი ბაჩიაშვილს ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ბაჩიაშვილის თქმით, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ასევე, როგორც ის ამბობს, „ამ ბრძოლაში მისი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება“.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


