პოლიტიკა
როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი - ირაკლი კობახიძე
როდესაც პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე საუბრობს, ეს არის რეალურად ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. ან როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია.
„მახსოვს, ბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ეკონომიკასთან დაკავშირებით. მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, აბსოლუტურად სუსტი იყო. ეკონომიკაზე როცა საუბრობ, არგუმენტებით უნდა დაასაბუთო, რომ მთავრობის საქმიანობა არის ეფექტიანი ან არაეფექტიანი. მაგრამ, როცა შენ სპეკულირებ იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უჭირს საქართველოში, რაც რეალობაა, ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორე მხრივ, არ უნდა წევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც წევ. არ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს არის რეალობა – ოთხჯერ მეტი ხარჯი. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის რეალურად ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა.
როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენს ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


