პოლიტიკა
როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს - გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა - გიგა ბოკერიამ გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდნეტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა, დაუჭერს თუ არა მხარს ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს, თუ კი ის მეორე ტურში გავა.
ბოკერიას თქმითმ ის ვაშაძისგან ელოდება კონკრეტულ პასუხს - კი, ან არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პასუხი უარყოფად ჩაითვლება.
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიაში განსხვავებები „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე კიდევ უფრო გაღრმავდა, ვიდრე აქამდე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შორის პოლიტიკური განსხვავება დღეს არის ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა საერთო შიდა პოლიტიკურ საკითხებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან.
მინდა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს, მთელ მის გუნდს, მის პოლიტიკურ ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და ყველას, ვინც იქ არის. ველოდებით კონკრეტულ პასუხს - როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მეორე ტურში მხარს. ველოდებით კონკრეტულ მკაფიო პასუხს“, - განაცხადა ბოკერიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


