უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2026 15:37
font-size

როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა - გიორგი შარაშიძე

დებატები ნამდვილად იყო რადიკალური ძალის მიერ შეწყვეტილი ამ ქვეყანაში და ეს რადიკალური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველანაირ დებატზე თქვა უარი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„დებატები ნამდვილად იყო რადიკალური ძალის მიერ შეწყვეტილი ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს დავაზუსტოთ ვინ არის ეს რადიკალური ძალა. ეს რადიკალური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველანაირ დებატზე თქვა უარი და ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საკუთარი ტელევიზიების ეთერებიდან ესაუბრება საქართველოს მოსახლეობას. რატომ ხართ რადიკალური ამასაც შეგახსენებთ- თქვენი რადიკალური ქმედებებით როგორ ძალადობთ ადამიანებზე და როგორ ცდილობთ, თქვენ მიერ მიტაცებული ძალაუფლებით საერთოდ გააუქმოთ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. რაც შეეხება თავად დებატებს, მინდა გითხრათ შემდეგი რამ, როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა, როდესაც „ოცნება“ ადგა და საკუთარ სატელიტურ პარტიებთან ერთად შემოგვთავაზა არა პოლიტიკური დებატი, არამედ ერთგვარი „ბრეინ შტორმინგი“, რაღაც იდეებზე, რომელიც თქვენ დიდი წარმატებით შეგეძლოთ თქვენს ოფისში მოგეწყოთ. ამიტომ ჰქონდა ყურებადობა ისტორიულად, ალბათ, ყველაზე დაბალი და ეს უნდა გაფიქრებდეთ რაღაც- რაღაცებზე- 500 ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში, ეს 500 ადამიანიც ვინ იყო ესეც საკითხავია, ალბათ, თქვენი პარტიული აქტივი. ჩვენი მონაწილეობით დებატი თუ გაინტერესებთ, გიორგი გახარიას თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ, რამდენმა ათასმა და ათი ათასმა ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს და მერე მიხვდებით, როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. იმიტომ, რომ ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენსავე მოედანზე გიორგი გახარიამ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე და სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული, მის მიმართ გაუგებარი მიზეზებითა და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ. თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, ახლაც გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ, ოღონდ არა იმ ფარსში, რომელიც შემოგვთავაზეთ, არამედ ერთი ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული, მოღალატე ან ქურდი იყო. თუ რამეს ღალატი შეიძლება დაერქვას, ეს არის საკუთარი ხალხისთვის ფულის მოპარვა. ეს არის ერთადერთი რამე, რაც შეიძლება ღალატად შეფასდეს. ასე რომ, სხვის ღალატზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ იმაზე, რატომ ხართ ანტიეროვნული, ანტიევროპული და კორუმპირებული რეჟიმი და ამას რეალური დებატის დროს გაიგებს საქართველოს მოქალაქე. რეალური დებატი სხვანაირია, როდესაც არა სატელიტური, არამედ რეალური ოპოზიციონერები მონაწილეობენ ამ დებატში. ასე რომ, მიიღეთ ჩვენი გამოწვევა, თუ გაქვთ ამის გამბედაობა, რომ რეალურ დებატებში ერთი ერთზე მიიღოთ ჩვენთან მონაწილეობა“, - განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი