უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 აგვისტო, 2018 15:10
font-size

როდესაც ანგელა მერკელი მამუკა ბახტაძეს შეხვდება, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას - ელგუჯა ხოკრიშვილი

ჩვენ ველოდებით, რომ როდესაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრაზე თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ დეტალები არ უნდა გასაჯაროვებულიყო.

„გერმანიასთან ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როდესაც ანგელა მერკელი შეხვდა ვლადიმერ პუტინს, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვდებოდა. ჩვენ ველოდებით, რომ როდესაც კანცლერი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას.

გერმანიასთან გვინდა ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომ გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია ძალიან მჭიდროდ უჭერს მხარს არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ კანცლერის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები ყველა თემასთან დაკავშირებით," - განაცხადა ხოკრიშვილმა.

გერმანიის კანცელერი, ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-24 აგვისტოს ეწვევა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი