პოლიტიკა
როდესაც ამტკიცებთ, რომ ყველაფერი კარგად არის და ლარი მაინც უფასურდება, თქვენ მომავლის უკეთესობის იმედს კლავთ - დავით ბაქრაძე
ეს მესიჯი, რომ ყველაფერი კარგად არის და მაინც ყოველდღე უარესობაა პრაქტიკულ ცხოვრებაში, ნიშნავს იმას, რომ უკეთესობა აღარც გვექნება საერთოდ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.
,,მთავრობას, როგორც ჩანს არ გესმით, როდესაც თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველაფერი კარგად არის და ამის მიუხედავად ლარი უფასურდება, თქვენ ამით მომავლის უკეთესობის იმედს კლავთ რეალურად. თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ინვესტიციები იზრდება, თუ ტურიზმის შემოსავლები იზრდება, თუ ეკონომიკა წინ მიდის, თუ ყველაფერი კარგად არის და ამის მიუხედავად ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი აღარც გამოსწორდება. ამიტომ, ეს მესიჯი, რომ ყველაფერი კარგად არის და მაინც ყოველდღე უარესობაა პრაქტიკულ ცხოვრებაში, ნიშნავს იმას, რომ უკეთესობა აღარც გვექნება საერთოდ. გთხოვთ, რომ ეს კარგად გაიაზროთ’’, - მიმართა გიორგი კაკაურიძეს დავით ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ის ეყრდნობა მონაცემებს, როდესაც ტურიზმის ზრდაზე მიუთითებს.
,,მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად არის, მე გეუბნებით მონაცემებს, რაც გვაქვს. ამ კვარტლის მონაცემებით ნამდვილად გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავალი.
რაც შეეხება გაუფასურებას, თუ შევხედავთ დოლარი არის ყველა ქვეყნის ვალუტასთან მნიშვნელოვნად გამყარებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დოლარს ჰქონდა 2012 წელს და ამ მაჩვენებელთან დოლარი ძალიან ახლოსაა მისული. გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ს ფედერალური ბანკის ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმ მოლოდინების შესაქმნელად, რომ გაიზრდებოდა განაკვეთი და დოლარის კურსი იყო ასახული არა მხოლოდ საქართველოში. ყველა ქვეყნის ვალუტასთან შედარებით დოლარი არის გამაყრებული”, - განაცხადა კაკაურიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


