სამართალი
რობერტ ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა
გამოძიება რობერტ ახალაიას ძალადობით ჩადენილ მკვლელობას ედავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა.
პროკურორის თქმით, ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც გრიგოლ ბიბილაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პროკურორის თქმით, ახალაია ფოთში დააკავეს, გარდაცვლილის ცხედარი კი მეორე დღეს ანა ხელაძის მეგობარმა უზნაძის ქუჩაზე სახლში აღმოაჩინა.
"ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, ხოლო ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც დანაშაული აღიარა", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


