უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 აპრილი, 2018 11:25
font-size

რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ და მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „პირისპირში“ ისაუბრა თუ რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ ეფექტიანად ებრძოლონ ოჯახში ძალადობას და ქალთა მიმართ ძალადობას და რა გაკეთდა აქამდე.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულის გამოძიების კუთხით გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ როდესაც დავიწყეთ და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით, ვთქვით რომ მონიტორინგის მექანიზმები, ისევე როგორც რისკის შეფასების მექანიზმების მხრივ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს არ არის ახლად წამოჭრილი პრობლემა, წლების განმავლობაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ მუშაობდა. ფაქტობრივად, რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ. უკვე მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება და გამომძიებლები დაიწყებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისიდან გამომძიებლებს, პოლიციელებს რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ექნებათ იმისი შესაძლებლობა, რომ რისკები გაცილებით ეფექტიანად შეაფასონ, გაცილებით უფრო მეტად განჭვრიტონ მოსალოდნელი ძალადობა, ძალადობის განმეორების შესაძლო შემთხვევები და გაცილებით უფრო ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, ეს მექანიზმი, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ის ადამიანები რომელთა მიმართაც შემაკავებელი ორდერებია გამოცემული, მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მსხვერპლებთან და იქ სადაც იარსებებს ძალადობის გამეორების რისკები დაუყოვნებლივ ჩაერიოს პოლიცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი