უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ივნისი, 2018 16:05
font-size

რის გამო დაჭრა ბრალდებულმა ირაკლი ნოზაძე, იცის მხოლოდ ბრალდებულმა - ადვოკატი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დასრულდა.

ნოზაძის ადვოკატის ნიკა სადრაძის განცხადებით, გამოძიება დაინტერესდა რის გამო მოხდა კონფლიქტი, რასაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ კონფლიქტი ვალის გამო მოხდა.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიებას არ დაუსვამს კითხვა ნოზაძისთვის ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

„ნარკოტიკების თემა, ირაკლი ნოზაძის სიტყვებით არაფერ შუაში არ არის და ალბათ სკანდალის აგორების საკითხია. მომხდარი არის სამწუხარო ირაკლისთვის. არსებობს ბრალდებული, არსებობს დაზარალებული, არსებობს სასამართლო, ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს, ბრალდებულის ნათქვამს და ბრალდებულის ქმედებას ვერ შევაფასებ. ვერ გეტყვით ბრალდებულს რაში დასჭირდა იმის თქმა, რაც თქვა, ნარკოტიკების რეალიზებაზე. ირაკლი ნოზაძესთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა, გამოძიებას აინტერესებდა ვინ მიაყენა ჭრილობები, რა არის მიზეზი და ასე შემდეგ. კითხვა იყო დასმული ასე, რის გამო მოხდა კონფლიქტი? პასუხი იყო ირაკლი ნოზაძისგან მარტივი, კონფლიქტი მოხდა ვალის გამო, დილით ისესხა თანხა, საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა და მიიღო აგრესია. ეს არის ფაქტი, რომ იყო ვალის თემა, ამიტომ რის გამო დაჭრა ბრალდებულმა ირაკლი ნოზაძე, იცის მხოლოდ ბრალდებულმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პიკასოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

„ექიმი გადაწყვეტს როდის გამოწერენ, შეიძლება დღეს გამოწერონ, შეიძლება ხვალ გამოწერონ“, - განაცხადა ნოზაძის ადვოკატმა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი