სამართალი
Reuters-ის ინფორმაციით, რომან ფიფია „BGEO Group“-ს 994 მილიონ დოლარს ლონდონის სასამართლოში ედავება
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში დაწყებულია სამართალწარმოება ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) სარჩელზე BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ. BGEO არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბ-ნი ფიფია გახლდათ შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს „რუსთავის აზოტი“ გახლდათ აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და წარმატებით ოპერირებდა.
2011 წელს შპს „რუსთავის აზოტმა“ და ბ-ნი ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან სს „საქართველოს ბანკთან“.
„რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაიყიდა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე („აუქციონი“).
ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი არასწორად ჩატარდა, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO, და შპს „რუსთავის აზოტის“ აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაფალ ფასად. ბ-ნი ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს მიახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ბ-ნ ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები – Blake Morgan LLP და Three Stone.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


