პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ სავარაუდოდ თებერვალში განაცხადებენ
რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ დავით უსუფაშვილის და პარტიიდან წასული სხვა წევრების გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზამთრის ბოლოს, სავარაუდოდ, თებერვალში, პარტიის ყოფილი წევრები განცხადებას გააკეთებენ.
როგორც ხმალაძე აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას.
მისივე ინფორმაციით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკურ ერთობაში მოიაზრებიან როგორც რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები, ასევე სხვებიც. მისივე თქმით, თავად, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის წევრია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ამავე მიზეზებით არ შევიდა საკონსტიტუციო კომისიაში, თუმცა განაცხადა, რომ ის აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან, ოღონდ არა როგორც კომისიის წევრი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


