პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ხარვეზების შესახებ მიმართავს
რესპუბლიკური პარტია ვენეციის კომისიას იმ შენიშვნების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომლებიც, მათი აზრით, არ შეესაბამება დემკრატიული ქვეყნის პრინციპებს.
რესპუბლიკელთა შეფასებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას და ერთპარტიული მმართველობის დამყარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ირღვევა ბალანსი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სახელისუფლებო შტოებს შორის.
განცხადების თანახმად, ახალი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, თვითონ აირჩიონ ქვეყნის პირველი პირი.
„მედიანიუსი“ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ შეესაბამება იმ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას.
კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართოსაზოგადოებრივ კონსენსუსს, ასევე, ადგენდეს ხელისუფლების ბალანსის სამართლებრივ საფუძვლებს. ამ თვალსაზრისით, თეორიული მსჯელობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე ერთია, მაგრამ დეტალების გაანალიზებისას ნათელი ხდება, რომ ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის გამყარებას და ცუდ მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ხელისუფლება ზუსტად იმავე გზას დაადგა რასაც მისი ყველა წინამორბედი.
თავისთავად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და 150 მანდატის პროპორციული წესით განაწილება პროგრესული ნაბიჯია, თუმცა ამავდროულად საარჩევნო ბარიერის კვლავ 5%-ზე დატოვება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა დაბოლოს, გაუნაწილებელი მანდატების ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტიისთვის გადაცემა, პრაქტიკულად არ ცვლის არსებულ რეალობას. კერძოდ, ხელს არ უწყობს მოსახლეობის მიერ მიცემული ხმების სამართლიან გადანაწილებას და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. ცხადი ხდება,რომ ხელისუფლება უფრთხის ევროპული მოდელის რეალურად შექმნას და პრინციპულად არ სურს ევროპის მრავალგანვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებული გამოცდილების (არჩევნების შემდეგ კოალიციური მართვა) მიღება და დამკვიდრება.
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ადასტურებენ, რომ დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა და ემორჩილება მის ნებას. ამავე, მოსაზრებას იზიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ამ სიტუაციაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოადგენს პრაქტიკულად ერთადერთ დამოუკიდებელ ინტიტუციას, რადგან ის აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, არსებულ ვითარებაში, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის გაუქმება, რადგან ღრმად სწამთ, რომ ამის მიზანიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის გაუქმებაა.
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ ასახავს დეცენტრალიზაციის პრინციპებს და არ ქმნის ძლიერი თვითმმართველობის შექმნისათვის კონსტიტუციურ საფუძვლებს. კერძოდ,სრულიად იგნორირებულ იქნა ამ მიმართულებით რესპუბლიკური პარტიის კონკრეტული წინადადებები. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი თვითმმართველობის შექმნისა და განვითარების გარეშე, შეუძლებელია ძლიერი, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. სამაგიეროდ, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრა, რისი არანაირი საჭიროებაც არ არსებობდა.
სამწუხაროდ, ამ და სხვა გარემოებების გამო (რომელთა დეტალური განხილვას ცდება ამ მომართვის მიზნებს) რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს, რეალურად შექმნის სოციალურ დაძაბულობას და არა სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეების ნებასთან და ქვეყნის მომავალი განვითარების მათ ხედვასთან“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


