პოლიტიკა
„რესპუბლიკელებმა“ სიის მეორე ხუთეული წარადგინეს - მათ შორის ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძეა
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეული წარადგინა. წარმოდგენილ კანიდატებს შორის არის ღიად ლესბოსელი ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე, რაც პირველი შემთხვევაა ქართულ საარჩევნო ისტორიაში.
„ჩემი გადაწყვეტილება, ვითანამშრომლო „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებულია იმასთან, რომ მე მინდა, წინ აღვუდგე ჰომოსექსუალი ადმაიანების წინააღმდეგ ჩაგვრას, რასაც აქვს ადგილი საქართველოში“,- განაცხადა ბოლქვაძემ წარდგენისას.
მისი თქმით, საზოგადოებაზე ზრუნვა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების საკითხებს, რაზეც ის იმუშავებს საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში. ბოლქვაძის განმარტებით, ამასი იგულისხმება გარემო (მწვანე საფარის შენარჩუნება, გარემოს დაბინძურების შემცირება), ასევე ბულინგთან ბრძოლა სკოლებში. ბოლქვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ლგბტ თემი იყოს ჩართული ამ არჩევნებში.
ბოლქვაძის გარდა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ წარადგინა ტრისტან ჯინჭარაძე, თინა გელეყვა, გიორგი ჭაღიაშვილი და გიორგი ჩუბინიძე.
„ტრისტან ჯინჭარაძე, არის საკრებულოს მოქმედი წევრი. ის ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წარმომადგენელია.
ნინო ბოლქვაძე არის ”რესპუბლიკური პარტიის” მეგობარი და ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას თავისუფალ სივრცესთან დაკავშირებით. როდესაც მოვუწოდეთ ყველა ადამიანს პარტიულს თუ უპარტიოს, რომელსაც სურდა წვლილი შეეტანა ქალაქის განვითარების საქმეში. მისი ხედვები ”რესპუბლიკური პარტიის” ხედვებს ემთხვევა.
გიორგი ჭაღიაშვილი ენერგეტიკული საკითხების ექსპერტია, თინა ღელეყვა ლიბერალი და ძირძველი „რესპუბლიკელია“, ხოლო ათეულს ასრულებს გიორგი ჩუბინიძე, რომელიც მტერია რუსული პროპაგანდის“, -წარადგინა კანდიდატები სამნიძემ.
პარტიის პირველი ხუთეულის წარდგენა 6 სექტემბერს გაიმართა. მასში შედიან ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


