პოლიტიკა
„რესპუბლიკელებმა“ ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს
დღეს, 11 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრიეს, რომლის ავტორებიც თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, მარიამ ავალიშვილი, მარიამ ბერიძე და თამარ ხიდაშელი არიან.
2017 წლის 11 იანვრის მდგომარეობით, ერთი ქალია მოკლული მეუღლის მიერ, ხოლო მეორე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ამ საკანონმდებლო წინადადების პარლამენტისთვის შეთავაზების მიზეზია ფემიციდის ანუ გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალების მკვლელობის გახშირება და ამ მოვლენის მიმართ პარლამენტისა თუ საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება.
ცვლილების მიზანია, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. განსაკუთებით მძიმე დანაშაულად აღიაროს ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით, ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით. წინადადდებაში გათვალისწინებული ცვლილებები, ასევე მოიცავს გენდერის ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.
2014-2015 წლებში საქართველოში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 60-ს მიაღწია და ეს რიცხვი კვლავაც იზრდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


