პოლიტიკა
რეპერების საქმეში მონაწილე პოლიციელები გამოძიების დასრულებამდე უნდა გაათავისუფლონ - ირმა ინაშვილი
საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ რეპერების საქმეში მონაწილე პოლიციელები გამოძიების დასრულებამდე უნდა გათავისუფლდნენ.
დეპუტატმა ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიცია უკანონო ქმედებებს სჩადის.
„გამოძიების დასრულებამდე ეს პოლიციელები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ, რადგან არის რისკი, რომ მათ კიდევ სხვას ჩაუდონ ნარკოტიკი. ეს ადამიანები სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ. ძალიან ბევრი ფაქტი არის, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ ნარკოტიკის ჩადების შესახებ. დღეს რაოდენობა გადავიდა ხარისხში. კარგი იქნება ამას ხელისუფლება თუ გააცნობიერებს და აღიარებს, რომ მართლა პრობლემაა ქვეყანაში პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების. ასეთი პოლიციელები, რომლებიც ასრულებენ ბინძურ, უკანონო დავალებებს, სისტემიდან უნდა გათავისუფლდნენ“,- განაცხადა ინაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


