სამართალი
რეპერების საქმემ ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა წარმოაჩინა - ანა ნაცვლიშვილი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმემ, ბევრი სისტემური პრობლემა წარმოაჩინა.
როგორც საკითხის კომენტირებისა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, ასეთ ხარვებზეს შორის არის, სამართალდამცავების თვითნებობა და უკანონო მოქმედებები, ასევე დაუსჯელობის განცდა, და სამართალდამცავების მოქმედებებზე სასამართლოს ეფექტური კონტროლი არ და ვერ ხორციელდება.
„სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს, რომ სასიამოვნო მესიჯები იყოს გაჟღერებული. რეპერების საქმემ ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, დაწყებული სამართალდამცავების თვითნებობით და უკანონო მოქმედებებით, გაგრძელებული იმით, რომ მათ დაუსჯელობის განცდა აქვთ ასეთი მოქმედებების გამო და გაგრძელებული იმით, რომ სამართალდამცავების მოქმედებებზე სასამართლოს ეფექტური კონტროლი არ და ვერ ხორციელდება“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის არაგონივრულად რეპრესიული, მას არ აქვს ჰუმანური სახე და სამწუხაროდ, ამ ტიპის ნარკოპოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


