პოლიტიკა
რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება - არჩილ თალაკვაძე IRI-ის კვლევის შედეგებზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალ კვლევას გამოეხმაურა. კერძოდ, დეპუტატმა გაამახვილა ყურადღება გამოკითხვის იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აინტერესებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, თუმცა რეალურ რეიტინგს „არჩევნები გაზომავს“.
„გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყო გაკეთებული, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება, არჩევნებს დაველოდოთ. ჩვენი საქმე არჩევნებამდე იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულებაა, რომლებიც საზოგადოებას მივეცით. როდესაც კვლევის შედეგთა სანდოობაზე ვსაუბრობთ, შემიძლია, ეს შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა. ჩვენთვის ყველანაირი კვლევის შედეგი დამხმარე და ძირითადი არსია იმ პროგრამის განხორციელებისა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს პროგრამაში იყო. დარწმუნებული ვარ, კვლევის შედეგების რეალური ტესტირება არჩევნებზე მოხდება“, -თქვა თალაკვაძემ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით,მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 27% ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 7%- „ევროპულ საქართველოს“.
ასევე გამოკითხულთა 5% ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“, 2%- „ახალ საქართველოს“, 1%-1% - „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „გირჩს“.
კვლევის მონაწილეთა 19%-მა განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ხოლო 14%-მა კი არ იცოდა, ვის დაუჭერდა მხარს.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთაგამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


