საზოგადოება
რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერს.
ხელშეკრულების მთავარი მიზანი რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 574 თანამშრომლისა და რეინჯერის 2019 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს.
ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას.
კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


