პოლიტიკა
რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა გაასწოროს თავისი საბუთი - თეა წულუკიანი
სექტემბრამდე რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა ეძლევათ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აქტიურია რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების პრობლემა, ვინაიდან ასეთი ამომრჩეველი 90 ათასია.
მისი თქმით, ასეთ პირებს პრობლემის გასწორების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ისინი იუსტიციის სახლებს მიმართავენ.
„არსებობს ძალიან დიდი პრობლემა - ეს არის რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ იმ პირებს, რომელთა რიცხვიც არის რამდენიმე ათეული ათასი, რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს თავისი საბუთი იმისთვის, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე იუსტიციის აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის არმქონე ყველა პირს, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდ შეუძლია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


