უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2025 16:54
font-size

„რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად“ - გელათის მეცნიერთა კონგრესის მონაწილეთა მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს

8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავზე, გელათის აკადემიის კომპლექსში ჩატარდა მეცნიერთა კონგრესი, რომელზეც განხილულოი იყო ორი საკითხი. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა და “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების” ფორმირება. კონგრესის მონაწილეებმა მიიღეს პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვა: “კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად!”

“ აშკარაა, რომ მეცნიერთა მოსაზრებები ბევრს აღიზიანებს. განსაკუთრებით, ხელისუფალთ. სამწუხაროდ, ამ არაპროგრესული და ანტიქართული განწყობის საწყისებს პარტიებსა და პოლიტიკოსებში ვხედავთ. ჩვენ რომ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გვეთანამშრომლა, დღეს ქვეყანაში რადიკალურად სხვა მდგომარეობა იქნებოდა,” - მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს

მათი აზრით, ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია - ქვეყანაში უმწვავესი კრიზისია. ნიჭის ძალაუფლების ქვეყნის ნაცვლად, უკვე დიდი ხანია, ვცხოვრობთ ფულის უფლების ქვეყანაში. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ყოფას! პარტიებს და პოლიტიკოსებს უჭირთ ამის აღიარება, ხოლო მეცნიერებმა დააგვიანეს პრინციპული პოზიციის გამოკვეთა, ამიტომ დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მეცნიერებს.

“ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ, როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას. დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამის მაგალითი. დღეს, როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, ისტორიულ ფესვებს. კარგად გავიაზროთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.

მეცნიერთა კონგრესი წარუდგენს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს , მთელ საქართველოს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ მათ მიერ შემუშავებულ ვარიანტს - „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ არჩევის კონცეფციას და პოლიტიკურ პარტიებს იწვევს მიმდინარე წლის 31 მარტს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ეზო-გარემოში დაგეგმილ დისკუსიაზე ამ და ბევრ სხვა საჭირბოროტო საქვეყნო საკითხზე.

მიმართვის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას “პროფესიონალთა პარლამენტი”.

“პოლიტიკოსებმა და პარტიებმა იქნებ, ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც დავასვენოთ საქართველო პარტიული პარლამენტისგან და იქნებ, ერთი საარჩევნო პერიოდი ხალხმაც და ჩვენც, ყველამ ერთად, ვნახოთ, რას ნიშნავს პროფესიონალთა პარლამენტი. პარტიებმა კი, იფიქროთ „პარტიათა ასამბლეის“ შექმნაზე და იქ დაანახონ თანამემამულეებს ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში”

მიმართვის ავტორები პარტიებს სთავაზობენ თანამშროლობას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მზად არიან მათ გააცნონ ბევრი საინტერესო და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასალა განსახილველად, სანამ ხალხში გაიტანდნენ.

“ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისში მაშინაა, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწარეა დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების, პოლიტიკოსების დიდი დისკუსიის დაწყებას საგურამოში. გადავდგათ ეს ნაბიჯი! ხალხი ამას ელოდება! რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად?!” - ნათქვამია მეცნიერთა კონგრესის მონაწილეთა მიმართვაში.

ინფორმაციას “მეცნიერთა კონგრესის” პრესცენტრი ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი