პოლიტიკა
რეალობა არის ჯიუტი, ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ეს საკონსტიტუციო პროექტი დადებითი და პროგრესულია - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, პარლამენტი მას გადალახავს.
წულუკიანმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, შეეგუონ ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას საკონსტიტუციო კანონპროექტზე.
„როგორიც უნდა იყოს ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ პარტიის პოლიტიკური პოზიცია, რეალობა არის ჯიუტი. რეალობა არის შემდეგი, რომ ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის ეს პროექტი არის პროგრესული, არის დადებითი და საბოლოოდ ასრულებს იმ ხარვეზიანი ტექსტის არსებობას ჩვენს რეალობაში, რომელსაც 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია ერქვა წინა ხელისუფლების დროს. ეს კონსტიტუცია იყო მრავალი ხარვეზით სავსე და ქმნიდა საშუალებას, რომ ხელისუფლების შტოებს მთავრობასა და პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შექმნილიყო სხვადასხვა ტიპის გაუგებრობები კომპეტენციების განაწილების მხრივ. ეს არის აღმოფხვრილი, იქმნება დაბალანსებული საკონსტიტუციო-საპარლამენტო მოდელი და როგორც ვენეციის კომისიაც ამბობს, იქმნება ჯანსაღი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.
ვინც უნდა ოყოს პოლიტიკოსი, მმართველი პარტიიდან თუ ოპოზიციიდან, ამ რეალობას ვერ გაექცევა, რეალობა არის ის, რაც შავით თეთრზე წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და ეს არის დადებითი.
რაც შეეხება ვეტოს, თუ პრეზიდენტის დაადებს ვეტოს და როგორც ჩანს, ასეც მოიქცევა, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, როგორც დაიდება ვეტო, ისე გადაილახება“, -თქვა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილელებზე საბოლოო დასკვნა დაამტკიცა. აღნიშნულ დოკუმენტში ძირითადად, უცვლელია ის შეფასებები, რაც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში იყო მოცემული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


