უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 მაისი, 2017 13:30
font-size

რაც უსიამოვნო იყო ყველაფერი გასაჯაროვდა, ამიტომ, სხდომა საჯარო უნდა იყოს - დედა სედონია

დედა სედონიას განცხადებით, ყველაფერი რაც ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უსიამოვნო იყო, უკვე გასაჯაროვდა, შესაბამისად, სასამართლო პროცესი ღია უნდა იყოს.

როგორც დედა სედოანიმ მედიას ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, მამა გიორგი მამალაძემ უკეთესად იცის, რომ პროცესზე საპატრიარქოს საზიანო არაფერი გასაჯაროვდება.

„მგონია, რომ რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი გასაჯაროვდა. ხალხმა საკმარისად ინერვიულა, კითხვები საკმარისი გაჩნდა. ვფიქრობ, რომ იმ დონეზე უნდა გასაჯაროვდეს, რომ საზოგადოების ნაწილმა შეძლოს პასუხების მიღება. ნაწილი ამბობს, რომ იმიტომ უნდა დაიხუროს, რომ საპატრიარქოს იმიჯს შეეხება და რაღაცა ისეთი შეიძლება გაჟღერდეს. მაგრამ, მამა გიორგიმ უკეთესად იცის, ალბათ, რომ არაფერი საზიანო არ გახმაურდება. ასე რომ, რადგან თვითონ ითხოვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ და საჯარო იყოს სხდომა, სხდომის დახურვამ შეიძლება უფრო მეტი კითხვა დატოვოს“,- აღნიშნა დედა სიდონიამ.

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორები სასამართლო პროცესის დახურვას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, პროცესზე მამა გიორგი მამალაძის პირადი სახის ისეთი ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს, რაც არ არის აუცილებელი რომ საზოგადოებამ იცოდეს.

თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები, სხდომის საჯაროობის მომხრე არიან.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურორები პროცესის დახურვას იმიტომ ითხოვენ, რომ მათ „ბევრი რამე აქვთ დასამალი“.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი