საზოგადოება
რაც უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, მით უფრო გაძნელდება სიტუაციის წყნარად მართვა, რაც ასე აუცილებელია პანდემიის დროს - ზაზა წერეთელი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა წერეთლი სოციალურ ქსელში წერს:
„პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ნდობა მათ მიმართ ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ასევე ნათლად და ღიად განმარტავს ამ გადაწყვეტილების ლოღიკას. ამავე დროს მარტო შიშზე დამყარებული ღონისძიებებიც არ მგონია ამართლებდეს, რადგან სჯობს ალბათ რომ მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სისტემა მზად არის და დაგეხმარება, ვიდრე ეშინოდეს რომ ეს შეიძლება არ მოხდეს.
როდესაც ტურისტული სეზონის დაწყებას აანონსებ, ამაყობ რომ სხვადასხვა ჟურნალები ბეჭდავენ საქართველოს როგორც სამოგზაუროდ უხიფათო ადგილს, ძნელი ხდება მიხვდე რატომ შეიძლება 5 შემთხვევა ჩაითვალოს სახიფათოდ და დასაფიქრებელ მოვლენად. ვერ ხვდები რატომ აბრალებ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებას პაციენტს და თან ისე რომ მათ უფლებას არღვევ და სტიგმატიზაციას აკეთებ, რომ თვითონ კარგი გამოჩნდე.
რაც უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, მით უფრო გაძნელდება სიტუაციის წყნარად მართვა, რაც ასე აუცილებელია პანდემიის დროს.
ასევე კარგი იქნება თუკი შეზღუდვები ყველას თანაბრად შეეხება და არა არჩევითად, სადაც და როგორც არ უნდა იყო, ესეც საჭიროა რომ მოსახლეობა მიხვდეს რომ ვირუსმა არ იცის თანამდებობა და სტატუსი. მითუმეტეს როდესაც გარკვეული შეზღუდვები კითხვებს იწვევს ყველგან და არა მარტო საქართველოში და თვით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაბნეულია მათ ავკარგიანობაში,“ - დაწერა ზაზა წერეთელმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


