უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2018 13:45
font-size

რაც რუსეთმა გააკეთა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით არის წარმოუდგენლად ცინიკური შემთხვევა და სიველურე - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის, იმავე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, მათ შორის სანქციების სახითაც. ხოშტარიას მტკიცებით, ამისთვის ქართული მხარის მეტი აქტიურობაა საჭირო.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ე.წ. „ოთხოზორიას სიაზე“ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„ეს არის წარმოუდგენლად ცინიკური შემთხვევა და სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით. ეს არის რუსეთი, რუსეთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და ეს არის ის საფრთხე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

ახლა მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაზე მივაღწიოთ შედეგს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვანაირად გაგვიჭირდება და ზოგადად, რუსეთმა იცოდეს, რომ მათ დაუჯდებათ ფასი ასეთი ტიპის ქმედებები. ეს უნდა იყოს საერთო უსაფრთხოების პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში - ეს არის "ოთხოზორიას სია", რომელიც არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გაუჭირდეს რუსეთს და დაუჯდეს ფასი მსგავსი ქმედებები.

ჩვენ თუ არ მოვიფიქრეთ ერთიანი, წინასწარი პოლიტიკა ამ ყველაფრის შეჩერების, რეაგირების რეჟიმში ყოფნა ძალიან გაგვიჭირდება. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ამ საკითხში იქნება ერთიანი და ზეპარტიული. რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყაროს პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბევრად უფრო აქტიურად და არა მხოლოდ კრიზისის პერიოდში იმისთვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა იყოს უფრო აქტიური, ჩვენი პრობლები კიდევ უფრო მწვავედ იდგას საერთაშორისო საკითხებში და რუსეთმა გადაიხადოს ფასი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ რუსეთი უნდა იყოს სანქცირებული მათ შორის, საქართველოს საკითხზე, ვსაუბრობდით სწორედ იმიტომ, რომ ეს რუსეთს ფასი დაუჯდეს. რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მეტი წინაღობა დავუყენოთ ასეთი ქმედებებისთვის",- განაცხადა ხოშტარიამ.

საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი