პოლიტიკა
რაც მეტი ფრაქცია ექნება პარლამენტში „ქართულ ოცნებას“, მით უკეთესია პოზიციების გასამყარებლად - თემურ ჭკუასელი
,,ქართული ოცნების“ წევრის თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება. ამის შესახებ ჭკუასელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ფრაქციების შექმნა აუცილებელია პოზიციების გასამყარებლად.
,,რაც მეტი ფრაქცია ექნება „ქართულ ოცნებას,“ მით უკეთესია პოზიციების გასამყარებლად, რადგან მეტი ფრაქცია მეტ გამომსვლელს ნიშნავს პარლამენტში. არიან „ქართულ ოცნებაში“ კონსერვატორები, „მწვანეთა მოძრაობის“ წევრიც, ამიტომ ფრაქციის შექმნა არ იქნება პრობლემა და ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა“, -განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
ამასთან, თემურ ჭკუასელის თქმით, პარლამენტში ძველი სახეები ახალმა თაობამ უნდა ჩაანაცვლოს.
,,დროა ეს ძველი სახეები ახალმა თაობამ შეცვალოს. გუნდმა და პარტიამ ასე გადაწყვიტა, ამ ახალგაზრდებს, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან, ყველას განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. დროა, ახალმა თაობამ თავისი სიტყვა თქვას“, - აღნიშნა ჭკუასელმა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


