უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მაისი, 2025 12:40
font-size

რაც გუშინ „MEGOBARI აქტის“ სახით იქნა მიღებული, ამას, რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს - ვლადიმერ ბოჟაძე

რაც გუშინ „MEGOBARI აქტის“ სახით იქნა მიღებული, ამას, რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს, თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი აქტი.

„ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რომ დაამარცხოს „დიფ სთეთი“. იცით, რომ ვიცე-პრემიერს [ლევან დავითაშვილს] სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა რაც გუშინ MEGOBARI აქტის სახით იქნა მიღებული, ამას რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს. თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი აქტი და სურვილი, რომ სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ეს ერთი დღის სიხარულად შეიძლება ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ, რაც შეეხება იმ უზუსტობებს, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში რაღაც კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. იყო, ეს უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის, მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ, კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი