პოლიტიკა
რაც გავიგე ბიძინა ივანიშვილზე, ამის მერე რთულია თქმა, რომ ესაა რუსი ოლიგარქი - სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილზე აზრი შეეცვალა.- ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა დეპუტატის მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნს „საქართველოს ტრაგედია 2003-2008“, რომელშიც მან ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქი“ უწოდა.
„მე რაც დავწერე და დავწერე 2007 წელს და გამოიცა 2008 თუ 2009 წელს, აღარ მახსოვს. მე რაც დავწერე წიგნში, ესაა ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჩემეული დახასიათება, იყო, რაც იყო ჩემი და საერთოდ საქართველოს საზოგადოების დახასიათება ადამიანის, რომელსაც არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. იმის მერე გავიგე ბევრი რამე, მაგალითად, რომ იმ დიდი საქმის ნაწილი, რასაც მე ვფიქრობდი, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, პოლიციის, ჯარის სახით, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ძალიან რთულია ამის მერე თქმა, რომ ესაა რუსი ოლიგარქი. მე სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა, რაღაცას ვამბობ იმ დროს, როცა ჩემი ინფორმაციით, არის ასეთი სიტუაცია. დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან განსხვავებული , სხვანაირად ვფიქრობ. სხვანაირად ვფიქრობ ასევე მიშა სააკაშვილზე, რომელსაც წამოვყევი 2004 წელს უდიდეს ავანტურაზე და მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი მასზე. მას მერე, რაც ვნახე ახლოდან, სულ სხვანაირად ვფიქრობ. მე ვარ ასეთი ადამაინი“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას დააყენებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


