პოლიტიკა
რატომ უქმნით ახალ უწყებას მღებრიშვილს, რატომ უბრალოდ არ გაუშვით სახლში? - სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა - სერგი კაპანაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები.
საპარალმენტო უმცირერსობის წევრის თქმით, დაანონსებული ცვლილებები ბევრ კითხვას აჩენს.
„როგორც პრინციპი, მთავრობის ხარჯების შემცირება კარგია, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. მაგალითად, ჩვენ არ მოგვისმენია თუ რა ოდენობის ხარჯის შემცირებას აპირებს ხელისუფლება და ეს დანაზოგი რაზე უნდა დაიხარჯოს.
კითხვები მაქვს ასევე დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე - რეალურად მოხდა სუს-ის გაძლიერება. თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ, ახლა კიდევ უფრო მეტ ფუნქციას სძენთ. ეს არის საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიისთვის ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი.
თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა, ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ??
გარდა ამისა, ამ ცვლილებების შედეგად გააერთიანეთ სახელმწიფო აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ სამინისტროს რეალური მისია იყო რეფორმების კოორდინირება, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ რეფორმების კოორდინირება? სადმე გინახავთ, რომ შიდა პოლიტიკური რეფორმების კოორდინირებას ახორციელებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო?“, - თქვა სერგი კაპანაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


