პოლიტიკა
რატომ უნდა დამაკავონ, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია - სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა გოგიას დაკავებაზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა. „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში შონიამ აბსურდი უწოდა, თითქოს ლაშა გოგიას აიძულებდნენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.
„აბსურდული, აბდაუბდა თემები - რატომ უნდა აიძულონ გოგია ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. მე კეთილსინდისიერად ვემსახურე რეგიონსა და ქვეყანას“, - განაცხადა შონიამ.
კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, შონიამ უპასუხა, რომ თვითონ გადაწყვიტა გადადგომა.
„კი არ გამათავისუფლეს, დავწერე განცხადება და წავედი, იმიტომ, რომ მუდმივად ხომ არ შეიძლება, ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას იყოს. მე გუნდის წევრად მიმაჩნია ჩემი თავი და თუ რამე შემიძლია, ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ ის სიმართლეა და სწორი გზაა“, - განაცხადა შონიამ.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა საგამოძიებო უწყებამ მის წინააღმდეგ საქმე, შონიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„მე ამას ვერ გეტყვით, გამოკითხვაზე ვიყავი ერთხელ და მეორეჯერაც ვიყავი. დანარჩენი უკვე გამოძიების პრეროგატივაა. მე როგორ მოგცეთ მაგაზე განმარტება , მითხარით““, - თქვა შონიამ და აღნიშნა, რომ „რატომ უნდა დამაკავონ, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია“.
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა სუს-მა გუშინ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


