უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2025 13:31
font-size

რატომ შემცირდა თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის განახევრება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ამის შესახებ ილონა კოკიაშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა.

გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების 90-95% რეფერენტულია.

"გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები დაკორექტირდა, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლის ინტერესი გვაქვს, საფასო ზღვარში მოხვდა და ვეღარ შემოდის. გასულ იანვართან შედარებით, მოსალოდნელი იყო წელს კლება, იმპორტიორები ამას ელოდებოდნენ. დიდი ცვლილება გასული კვარტალიდან დაიწყო და იმპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყეს. ტვირთის რაოდენობა განახევრებულია", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მედიკამენტების იმპორტი შეამცირა, თურქეთში რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა. როგორც ვიცით, მეზობელი ქვეყნიდან იაფი წამლები პარალელური იმპორტით შემოდის. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მის ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების მასობრივი ექსპორტი აიკრძალა.

"თურქეთის ბაზარი არის სუბსიდირებული. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა თავად თურქეთში იმპორტირებულ მედიკამენტებს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ მედიკამენტების ექსპორტზე გატანის ნებართვის რაოდენობა შეზღუდა. იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ჩვენ გვინდა მედიკამენტები, ჩვენ რომც მოვინდომოთ შემოტანა, ვერ შემოვიტანთ. თურქეთში იმპორტიორებმა მიმართეს ხელისუფლებას, რომ არ მომხდარიყო სპეციალურად მიწოდებული მედიკამენტების ექსპორტზე გადინება", - განაცხადა მან.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 48 მილიონ 135 ათასი დოლარის ღირებულების 1002 ტონა მედიკამენტები შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით, ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი 33.6%-ია. დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირება, ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან - თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული.

წყარო: bm.ge

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი