პოლიტიკა
რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად, სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ყოფნისას გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერობის თანამდებობიდან წასვლას.
მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ აუხსნეს მოსახლეობას კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი, რაც კითხვებს აჩენს.
„შეკითხვები პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით პარტნიორებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებს აქვთ. თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ არ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი.
არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ის არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი , რომ გავიგოთ, გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაახლოებით ისე გამოჩნდა, თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა, მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.
რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად, სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?
რა დააშავა ამ ადამიანმა?- ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხარ.
აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან- კვირიკაშვილი რატომ წავიდა? მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


