პოლიტიკა
რატომ არ აწერს ხელს ნინო გვენეტაძე ბრძანებას 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ? - იუსტიციის საბჭოს წევრები პასუხს ითხოვენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კითხვა გახდა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს დღემდე არ მოუწერია ხელი ბრძანებაზე 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების შესახებ.
ნინო გვენეტაძემ საბჭოს წევრებს უთხრა, რომ პასუხს რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გასცემდა.
„მე არაერთხელ განვმარტე, რომ ჩემს პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ გავაჟღერებ. ამჟამად თქვენ ულტიმატუმის ენით მესაუბრებით, რომელსაც მე არ ვიზიარებ“, - თქვა გვენეტაძემ.
აღნიშნული პასუხის გამო გვენეტაძეს გადაწყვეტილების ერთპიროვნულ მიღებაში დაადანაშაულეს.
ნინო გვენეტაძეს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გამოესარჩლა. მან საბჭოს წევრების მოთხოვნა ბულინგად შეაფასა.
„ესაა ბულინგი, რასაც თქვენ საუბრობთ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
„ბულინგი არ იცით თქვენ, რა არის. რეალურად არ იცით და ღმერთმა დაგიფაროთ“, - უპასუხა ჯანეზაშვილს საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.
20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებისთვის 34 მოსამართლე შეარჩია. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ნინო გვენეტაძის განმარტებით, მას ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გამო არჩევანს ვერ გააკეთებდა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


