უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 აგვისტო, 2025 15:26
font-size

რატომ არ არის 50 დღის თავზე ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს? ვინც ამ საქმის შეკერვითაა დაკავებული, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის - ლევან ხაბეიშვილი

ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, თავისუფლად რატომ დადის? - 50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მე გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც ჩაიზე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არსებულ კითხვებზე პასუხებია გასაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი კითხვაა ის, თუ რატომ არ არის ამ დრომდე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა - თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს.

„50 დღეში, ცხადია, სრულყოფილად უნდა არსებობდეს პასუხები - თავად ისროლა, ზურგში ესროლეს, თუ როგორ მოხდა, რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, არავის გვინახავს, გარდა კონკრეტული სპიკერების ბოდვებისა, რომ „ასე იყო, თუ ისე იყო“. არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა!

მეორე - ვინ იყო ადგილზე, მკვლელობის მცდელობის დღეს, ვინ იყო თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სახლში, საგარეჯოში. ოფიციალური ვერსია პროკურატურას ამ დრომდე არ უთქვამს. ათას სისულელეზე მოისმენთ ბრიფინგს, მაგრამ 50 დღეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე, არავინ ვიცით, იმ დღეს, იმ სახლში ვინ იმყოფებოდა?! არსებობს ეჭვი, იყვნენ თუ არა მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე, შს მინისტრად წოდებული იმ დღეს, იმ სახლში.

ვიღაცები კომენტარს რომ აკეთებენ, მამუკა მდინარაძე არ იყოო - არა. პროკურატურას ოფიციალური ვერსიით არ უთქვამს, იყო იმ დღეს იმ სახლში თუ არ იყო. არც ე.წ. შს მინისტრზე არავის უთქვამს, რომ გეკა იყო იმ დღეს იქ, თუ არ იყო. კომენტარები არ გვაინტერესებს. ზარქუა და ვოლსკი, რას იტყვიან და მერე „ტროლ-ბოტობას“ რას დაავალებენ, ეს არა. ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მეზობლებიდან დაწყებული, პროკურატურა ყველას გაგაცნობდათ.

მესამე - 50 დღეზე მეტი გავიდა და პროკურატურას არანაირი კამერის ჩანაწერები არ გაუსაჯაროებია. არ უჩვენებია, რა ავტომობილებით მივიდნენ, ვინ იყო სახლში, ეს კამერები არსებობს ამ მდიდარი ადამიანის სახლში, სადაც ეს მოხდა. თავად ამბობს, რომ მდიდარი ვარ და 50 000 ლარს ნახევარ საათში გადავიხდიო, ასე უთხრა სასამართლოს. გამოძიებასთან ეს სამი ძირითადი შეკითხვაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა, ვინც ამ საქმის შეკერვით არის დაკავებული, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის. ასევე, ალექსი ახვლედიანი,რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდან მოხდა შემთხვევა, ეს კაცი, თავისუფალი რატომ დადის? მინდა, რომ „ქოცმა“ კარგად გაიგოს, ჩემს სახლში რომ მომხდარიყო, ჩემი იარაღით მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო, თქვენი აზრით, გარეთ ვიქნებოდი? ეს კაცი რომ დაბოდიალებს და ამ დრომდე ეარ ვიცით, თვითმკვლელობა იყო, ესროლეს, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენიათ და ეს კაცი, თავისუფლად, როგორ გადაადგილდება? რა კომენტარებსაც იძლევა, ხომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვათ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ლაპარაკობს. 50 დღის განმავლობაში, გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მითხარით, გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც, ჩაიზე! ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომელიც 50 დღის თავზე აქვს საზოგადოებას, ამიტომ ნება იბოძეთ და პასუხები გაეცით“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი