სამართალი
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვრამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს.
როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის ადვოკატმა განუცხადა, დაკავებული გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს და ამბობს, რომ ინციდენტში მისი მეგობრები არ მონაწილეობდნენ.
,,ბრალდებულს წაუყენეს უკვე ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა. საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობისათვის: ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


