უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 აპრილი, 2018 12:15
font-size

რამდენიმე სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად 101 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში მთავრობის სტრუქტრული ცვლილებების გამო რამდენიმე სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად 101 თანამშრომელი გაათავისუფლეს, თუმცა ნაწილი სხვადასხვა უწყებაში დასაქმდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმისა და სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 19 მოხელე გათავისუფლდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთაგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 21 მოხელე დაინიშნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციამდე პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროში სულ მუშაობდა 158 თანამშრომელი, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში - 158 თანამშრომელი, რაც ჯამურად 316 თანამშრომელს შეადგენდა. რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაქტობრივად დასაქმებულია 240 თანამშრომელი, ანუ 76 თანამშრომლით ნაკლები. უწყების ცნობით, 76 თანამშრომლიდან რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ 8 გათავისუფლდა, 14-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო 54 თანამშრომელი სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში გადაანაწილეს.

გაერთიანებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შეწყმის შედეგად, ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია 56 თანამშრომლით, თუმცა სამინისტროში აქვე განმარტეს, რომ მათგან ნაწილი, ზოგ შემთხვევაში თავად უწყების რეკომენდაციით, სხვა სამსახურში უკვე დასაქმდა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან რეორგანიზაცია/შერწყმის შედეგად თანამდებობიდან 18 საჯარო მოხელე გათავისუფლდა.

ამასთან ერთად ცნობილია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატა სტრუქტურული ქვედანაყოფი - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობა 14 საშტატო ერთეულით განისაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი