პოლიტიკა
რამდენიმე დღეში გარკვეული ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის რიგების დატოვებას აპირებს - ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, პარტიას ე.წ ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფი დატოვებს.
როგორც მელიამ მედიას განუცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამ ჯგუფისთვის ცნობილია, რომ 20 იანვრის ყრილობაზე ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ძლიერი გუნდი და რომ მათი წინადადებები ვერ გავა.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ჯგუფი აპირებს, და ეს იყო წყალგამყოფი ჩემთვის, პარტიის რიგების დატოვებას. ჯერჯერობით არავის ღიად და თამამად არ უთქვამს, რომ ჩვენ ვაპირებთ პარტიის რიგების დატოვებასო. მე ეს ვიცი, რომ მათ აქვთ ეს გადაწყვეტილი და დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილი აქვთ. ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დატოვებს არა იმიტომ, რომ მათ ეს უნდოდათ. 20 იანვრის ყრილობისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან ყრილობაზე ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ძლიერი გუნდი, იციან, რომ მათი წინადადებები ვერ გავა“,-აღნიშნა მელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


