უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 სექტემბერი, 2025 18:10
font-size

რადიკალთა დაჯგუფება ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს, მედიას და ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას - კახა კალაძე

ფსევდოლიბერალების აგრესიულ ჯგუფს, რომელიც, ბოლო წლებია, ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიას, – ასე გამოეხმაურა თბილისის საარჩევნო შტაბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფებისადმი გამოჩენილი მოთმინებისთვის.

„ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო. რადიკალთა დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიას, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია – საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიას. ეს არის ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რაც დასრულდება თბილისის გამარჯვებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მისთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმართვა და მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია.

„ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, ვაფასებ და ვუფრთხილდები ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ვისმენთ მათ ხედვებს, მათ პრობლემებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი