საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ტრავმატოლოგიური პროდუქტების შესახებ?
ტრავმატოლოგიური პროდუქტები ძირითადად მოტეხილობის ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაზიანების დროს გამოიყენება. მათი გამოყენება რეკომენდებულია სახსრის მოტეხილობის, ღრძობის, ართრიტის, დაჭიმვისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი მათგანი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება და იდეალურია სპორტსმენებისთვის, რომლებიც ტრავმების რისკის ქვეშ არიან.
„ახალი ხედვის“ ტრავმატოლოგიურ მაღაზიებში პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათი ხარისხი საერთაშორისო ბაზარზე წლებია აღიარებულია. “ ახალი ხედვა ” პროდუქციის იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.
ახლა, განვიხილოთ რომელი ტრავმატოლოგიური დანიშნულების პროდუქტის შეძენას შევძლებთ „ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში და როგორ შევარჩიოთ ისინი?
-იქსატორი , უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ის განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.
-ჭანჭიკები და ფირფიტები - არის საოპერაციო მასალა, რომელიც დამსხვრეული, გატეხილი ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ნახევრად დახრახნილია, ზოგი კი მთლიანად. პროდუქტი განკუთვნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის: სხივ-მაჯა, მცირე წვივი, ქუსლი, ლავიწი, ბარძაყი და სხვა.
მაგალითისთვის დავახასიათოთ რამოდენიმე ფიქსატორი:
- მხრის ფიქსატორები კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის, ართროზის, ართრიტის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ინიშნება.
- კისრის ფიქსატორები ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა თიაქრისა და კიდევ არაერთი პათოლოგიის დროს გამოიყენება.
- მუხლის ფიქსატორი სახსარს დაზიანებისგან იცავს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.
- იდაყვის ფიქსატორი, კი სითბოს ინარჩუნებს და ტკივილსაც ამცირებს.
“ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ წელის, კოჭის, თითის, სხივ-მაჯის,ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები.
„ახალი ხედვა“ - ტრავმატოლოგიური პროდუქტების ყველაზე დიდი მაღაზია
სამედიცინო ჯგუფი,,ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ფართო სპექტრის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 ფილიალითაა წარმოდგენილი.
,,ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიური ბრენდების ტრავმატოლოგიურ პროდუქციას აერთიანებს. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი ფოსტით აგზავნიან შეკვეთას.
თუ კონსულტაცია გჭირდებათ, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.
NS
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


