სამართალი
რა უნდა შეიცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში? - საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დავით მალანიას სახელით წარდგენილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
კერძოდ, არასამთავრობო ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს, რომლითაც პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. საია ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მოჰყვება უზარმაზარი ჯარიმა, ან ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა და ა.შ, პირს უნდა ჰქონდეს უფლება, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ორი ინსტანციის სასამართლოში. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამ უფლების არარსებობა ლახავს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს სამართლიანო სასამართლოს უფლებას.
საია ფიქრობს, რომ ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა უნდა ჩატარდეს, რადგან ის არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, რაც იწვევს ადამიანთა უფლებების შელახვასა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


