უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივნისი, 2020 12:55
font-size

რა სივრცეებში და როდის არის პირბადის ტარება სავალდებულო

12 ივლისს პარლამენტმა მიიღო დადგენილება პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, გარკვეულ ადგილებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების ჯანმრთელობისა და ასაკის გათვალისწინებით, პირბადის ტარების წესთან მიმართებით გარკვეული გამონაკლისები დაწესდა.

„ზოგიერთი ჯგუფის, ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის განსაზღვრული პირბადის ტარება, არჩეულ იქნა ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, მაგალითად: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე - გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას, მაგალითად, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, ჩვენ ახლა შეგვიძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ამიტომ მე მოვიხსენი პირბადე და არ მიკეთია. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქაც რისკი მაღალია. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირაა მითითებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აქ იგულისხმება მათ შორის მეტროპოლიტენი, ტაქსები. აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებშიც, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, პირბადის ტარება იქნება სავალდებულო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი