უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2025 16:08
font-size

რა სიახლეები დაგხვდება ისევ საუკეთესო მობილბანკში - მარტის განახლება

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა.

აღნიშნული სიახლე მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და უფრო კომფორტული გახდეს როგორც საბანკო, ასევე სხვა სერვისების მიღება.

მობილბანკის მარტის თვის განახლების 5 სიახლე:

გადარიცხეთ მარტივად — მობილბანკის უახლეს ვერსიაში თანხის გადარიცხვა და კომუნალურების გადახდა უკვე პირდაპირ მთავარი გვერდიდან შეგიძლიათ. საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ, რაც ოპერაციას მნიშვნელოვნად აადვილებს. ხოლო, თუ თანხას სხვას ურიცხავთ, ვალუტის შეცვლა გადარიცხვის პროცესში შეგიძლიათ ისე, რომ ახალ გვერდზე გადასვლა არ დაგჭირდებათ.

აღმოაჩინეთ გადახდის განვადება — ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ნივთი შეიძინეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიხვდით, რომ გადახდილი თანხა სხვა რამეში გჭირდებათ. ამიერიდან დიდი თუ მცირე შენაძენისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მობილბანკს გადახდის განვადება დაემატა.

გადახდის განვადება საშუალებას გაძლევთ, ნივთში გადახდილი თანხა (200-5000 ლარამდე) უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და 12 თვის განმავლობაში დაფაროთ. გადახდის განვადებით სარგებლობისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 19.8%-დან იწყება, წინსწრებისა და გაცემის საკომისიო კი 0%-ია.

შეცვალეთ სესხის გადახდის გრაფიკი — თუ მიმდინარე სესხი გაქვთ ან ნაწილ-ნაწილს იხდით, გადახდის გრაფიკი უკვე მობილბანკიდან შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, თუ გსურთ, გადახდის დღე ხელფასისას დაამთხვიოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსების ახლებურად გადანაწილება გსურთ, ცვლილებების განხორციელება მარტივად შეგიძლიათ.

აღადგინეთ Amex ბარათი მარტივადთუ Amex-ის საკრედიტო ბარათი დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან ვადა გაუვიდა, მისი აღდგენის მოთხოვნა ახლა პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლიათ. ამისთვის, მობილბანკის უახლესი ვერსია უნდა გახსნათ და Amex ბარათის აღდგენის ღილაკს დააჭიროთ.

მიიღე 5 000, 10 000 ლარი და PLUS ქულები — საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, 10 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ PLUS ქულები და დასაჩუქრდეთ 5 000 ან 10 000 ლარით. წესები მარტივია, უნდა გქონდეთ მობილბანკი და გაიაქტიუროთ სასურველი პროდუქტი (მაგ: გახსნათ ანაბარი, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, შეუკვეთოთ ბარათი და სხვა.) ნებისმიერი პროდუქტის აქტივაციაზე ყოველი მე-20, 50-ე და მე-100 მომხმარებელი მიიღებს საჩუქარს. გაზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

თუ სულ ახალი მობილბანკით გსურთ სარგებლობა, აპლიკაციის გადმოწერას/განახლებას მარტივად შეძლებთ Play Store-იდან და App Store-იდან, ამისათვის საჭიროა მოძებნოთ Bank Of Georgia და მიჰყვეთ პროცესს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი