უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2020 11:20
font-size

რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს.
საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, GNCC-ში „კავკასუს ონლაინის" შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობდა, რაც კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილების კომისიისთვის შეუტყობინებლობას უკავშირდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ასეთი ცვლილება განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-იმ „კავკასუს ონლაინის" 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრეთა ცვლილებამდე, „კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%-ს შეადგენს.

„კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელობას ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.
აქვე მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიას 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა „კავკასუს ონლაინს“ წილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. რამდენიმე წლის წინ „კავკასუს ონლაინმა" საკუთარი საცალო ქსელის „მაგთიზე" რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.

რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ არაკეთილსაიმედოა. თუკი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა „კავკასუს ონლაინს” და „რკინიგზის ტელეკომს”, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ „კავკასუსი” აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი