პოლიტიკა
რა საკადრო ცვლილებები, ვინ დაანონსა, რა დაანონსა? - არავითარიი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს - გია ჟორჟოლიანი
„რა საკადრო ცვლილებები, ვინ დაანონსა, რა დაანონსა? - არავითარი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, მისი მისვლა ოფისში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხს არ უკავშირდება, რადგან ამ თემაზე საუბარი გუნდში არ მიმდინარეობს.
ჟორჟოლიანმა 2007 წლის 7 ნოემბრის ამბებიც გაიხსენა და თქვა, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის მთავარი თემა.
„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ამ კამპანიაში, რა თქმა უნდა, „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაც გრძელდება. ეს არის მუშაობა და არა კონსულტაციები.
დღეს არის 7 ნოემბერი, 2007 წლის 7 ნოემბერს აქ ნამდვილი ტრაგედია იყო. ათი წელია ეს დღე რეპრესიების წლისთავია. დღეს არის ეს მთავარი. რა საკადრო ცვლილებები, ვინ დაანონსა, რა დაანონსა? - არავითარიი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. რაც შეეხება „ძველ გვარდიას“, ეს არის ათი ათასობით ადამიანი და ყველა ეს ადამიანი არის დღეს აქტიური. არავითარ დაბრუნებასა და კადრებზე საუბარი არ არის. საუბარია ამ ადამიანების გააქტიურებაზე და მათ კარგად ახსოვთ 2012 წელი",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ საკადრო ცვლილებების შესახებ. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ამ თემაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრს, ბექა დავითულიან ეკუთვნის. მისი თქმით, მმართველ გუნდში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები გარდაუვალია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


