პოლიტიკა
რა გინდათ წვენებში? რატომ რისკავთ თქვენს ძალიან კარგ პროფესიულ რეპუტაციას? - რომან გოცირიძე ივანე მაჭავარიანს
„რა გინდათ წვენებში? რატომ რისკავთ თქვენს ძალიან კარგ პროფესიულ რეპუტაციას?“, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გაცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს.
გოცირიძემ მაჭავარიანს ჰკითხა, რა მოტივაცია აქვს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად და ვისი რეკომენდაციით წარადგინეს.
„თქვენ უნივერსიტეტი დაამთავრეთ და ამის შემდეგ ერთ კონკრეტულ ფირმაში მუშაობთ. 21 წელია, რაც კომპანია „ჯეოსელში“ მუშაობთ და ასეთი რამ იშვიათად ხდება. ვისი რეკომენდაციაა, რომ კომპანიის მენეჯერის თანამდებობიდან მაკროეკონომიკური სფეროს მართვაში გადაინაცვლოთ და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოთ“, - მიმართა მაჭავარიანს რომან გოცირიძემ და იქვე აღნიშნა, რომ შესაბამისი გამოცდილების არქონის პირობებში, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მას გაუჭირდება.
ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ივანე მაჭავარიანი 1997 წლიდან დღემდე შპს „ჯეოსელში“ სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


