პოლიტიკა
რა გაყვირებს, გოგო? - გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილის კამათი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისა და ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
თავდაპირველად სამადაშვილმა კითხვები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა ქვეყნის თავდაცვისუნარინობის გაძლიერების სავარაუდო პერსპექტივის შესახებ, კერძოდ, როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე. ასევე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა, რომ კრიზისის დროს საქართველომ რუსეთს დახმარება სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის მთავარ საგარეო საფრთხეს წარმოადგენს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პასუხების შემდეგ სიტყვით გამოვიდა გია ვოლსკი, რის შემდეგაც მას სამადაშვილთან კამათი მოუვიდა.
„რა გაყვირებს, გოგო?“, -უთხრა ვოლსკიმ სამადაშვილს, რის გამოც ენმ-ის წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა შეძახილით „გოგოთი მიმართეთ სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს!“.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


