პოლიტიკა
რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ, არაა ჩემი ინტერესის საგანი - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინაში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, მისი ინტერესის საგანი არაა.
„უკრაინა გახლავთ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები, მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


