უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2025 18:50
font-size

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? - შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით, 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო საათნახევრიან ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონორარებია გაცემული "ოცნების" მხარდამჭერ მომღერლებზეც. ფურშეტზე 60 ათასი იყო გაწერილი, ხოლო რეჟისორს მხოლოდ ერთი საღამოსთვის 20 ათასი ლარი გადაუხადეს.

ღონისძიების ორგანიზება კომპანია "თიხარტს" ჩააბარეს, რომელსაც განათლების სამინისტრომ კონკურსის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება. "პირველები" დღეს "თიხარტის" ხელმძღვანელს ნინო ზუზუ ნოდიას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ მიიღო განათლების სამინისტროსგან გამარტივებული შესყიდვა, თუმცა ნოდიამ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვებს რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერით უპასუხა და ჩვეს ჟურნალისტს ტელეფონში "მილიონ ვარდზე" უმღერა.

განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს დღეს "პირველებმა" ჰკითხა, თუ რა პრინციპით შეარჩია ნინო ნოდიას კომპანია და ხომ არ გაუწია "თიხარტის" ხელმძღვანელს რეკომენდაცია კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ, რომელიც ამავე კომპანიაში წლების განმავლობაში იყო დასაქმებული.

საერთოდ რა შუაშია კულტურის მინისტრი? ბევრ ადგილას ვმუშაობდი მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც. მთავარი არის, რომ კომპანიამ წარმოადგინოს ერთიანი განაცხადი, შემდგომში ეს არის კომპანიის მიერ ჩაშლილი ბიუჯეტი. ჩვენ დეტალებში არ ჩავდივართ. (ხარჯთაღრიცხვა) ჩვენი კომპეტენცია არ არის.

ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომლითაც სამი კომპანია იქნა შერჩეული, როგორც მახსოვს ერთ-ერთმა უარი თქვა, ხოლო თავისი გამოცდილებით და კონკრეტული ხალხის ოდენობით, რომელიც ამ კომპანიამ წარმოადგინა, რომელზე თქვენ მეკითხებით, მემგონი მთელი საზოგადოება დარწმუნდა, რაოდენ მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა 27 ოქტომბერს", - განაცხადა მიქანაძემ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი